დამალის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრება ღონისძიებით აღნიშნეს
27-06-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელს წარმატებით დამთავრებას ხალისისა და ჟრიამულის გარეშე არ ჩაუვლია.

IX კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის დამთავრება ლამაზი, საინტერესო და იუმორისტული ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ და მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ბევრი იხალისეს. 

მეცხრეკლასელებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც კლასის დამრიგებელი ნათია ზედგინიძე- სოღოიანი, ასევე მოსწავლეთა მშობლები.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზინით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203