კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს განსაკუთრებული დღესასწაული აჩუქეს
27-06-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით თუ აქტივობებით. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებს. 

შესაბამისად სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. 

„გავულამაზეთ ბავშვებს ერთი დღე“- აღნიშნავენ სკოლაში სადაც, დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს განსაკუთრებული დღესასწაული აჩუქეს და მრავალფეროვან აქტივობებში ჩართეს, მათ შორის გაიმართა „მხიარული სტარტები“. ბავშვები სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, ასევე, ფერადი ცარცებით მოხატეს ასფალტი.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203