ვაზიანის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა გრანდიოზული ღონისძიება
27-06-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო მიღწევები შეაჯამეს და წლის ნაყოფიერი დასასრულიც აღნიშნეს. 

მე-3 კლასში ჩატარდა პირველ მასწავლებელთან - ნინო ინდუაშვილთან გამოსამშვიდობებელი გრანდიოზული და ემოციური საღამო.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლები და მომავალი პირველკლასელებიც.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო წარმოდგენით წარდგნენ და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს, პირველ მასწავლებელს კი შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება- წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203