საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ეზოში არსებულმა სამრევლო სკოლამ მუშაობა გაანაახლა
27-06-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა, მოსწავლეები კიდევ უფრო განვითარდნენ და ცოდნა გიღრმავეს. 

გიმნაზია იუწყება, რომ თბილისის წმიდა ტბელ აბუსერისძის ტაძრის სამრევლო სკოლამ, რომელიც გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის ეზოში მდებარეობს, მუშაობა განაახლა. ამის გამო ისინი კმაყოფილებასა და სიხარულს გამოხატავენ. ტაძარში „გონების შემატების ხატთან“ აბიტურიენტებისათვის, ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს გადაიხდიან.

როგორც გიმნაზიაში ამბობენ, ტაძარი 14 წელია რაც ფუნქციონირებს, იგი 2009 წლის 30 აგვისტოს აკურთხა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა.

ტაძართან, დაფუძნების დღიდანვე ფუნქციონირებს სამრევლო სკოლა, რომლის უშუალო მონაწილეობით მრავალი აქტივობა განხორციელდა ლოტკინის დასახლებაში, ყოველ შობის დღესასწაულზე ტარდება ალილოს მსვლელობა, ნათლისღებას იკურთხება ქუჩები და მოსახლეობას ურიგდება ნაკურთხი წყალი, მირქმის დღესასწაულზე ეწყობა ე.წ. „ლამპრობა“ და სანთლები და ხატები ურიგდება მოსახლეობას, დიდი ზეიმით აღინიშნება „თამარობისა“ და „ტბელობის“ დღესასწაულები, მრევლისათვის წელიწადში ორჯერ მაინც, ეწყობა მომლოცველობითი ტურები საქართველოს ეკლესია-მონასტრებში, მრევლი მონაწილეობს ოჯახის სიწმიდისა და 100 000 მოწამის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, აქტიურ მონაწილეობას იღებს გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

„პანდემიის პერიოდშიც არ შეუწყვეტია მუშაობა სამრევლო სკოლას, მაგრამ აქტივობებმა იკლო და დღეს მოგვეცა შესაძლებლობა კვლავ მთელი ძალისხმევითა და სიახლეებით განგვეახლებინა სამრევლო სკოლის აქტივობა. ტაძართან კეთილმოეწყო პატარა სკვერი, სადაც უამრავი ღონისძიებების გამართვა იქნება შესაძლებელი და ეს სივრცე მაქსიმალურად იქნება ათვისებული.
მომავალ კვირას, წირვის შემდეგ 12 საათისათვის, „გონების შემატების ხატთან“ გადავიხდით ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აბიტურიენტებისათვის“,- აღნიშნავენ გიმნაზიაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203