ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ვიდეორგოლების მუნიციპალურ კონკურსში 
27-06-2023

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექციასა და მასწავლებლებს მოსწავლეები სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. 

ამჯერად მოსწავლეებმა სკოლა ვიდეორგოლების კონკურსზე ასახელეს. 

მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ნინოწმინდაში კონკურსი - „ჩემი საყვარელი მხარე“ ჩატარდა, სადაც ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის წარდგენილი ვიდეორგოლი საუკეთესოდ დასახელდა და 1-ელი ადგილი დაიკავა. 

ვიდეორგოლი პედაგოგ რიმა ანანიკიანის ხელმძღვანელობითა და მე-10 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მომზადდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...