საფარლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი სამახსოვრო აქტივობით დაასრულეს.
როგორც საფარლოს საბაზო სკოლის წარმომადგენელმა
etaloni.ge - სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნა, სკოლაში სიმბოლური „ბოლო ზარის“ ღონისძიება ჩატარდა მეცხრე კლასის მოსწავლეების გასაცილებლად. რომელში მონაწილეობასაც მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესით იღებენ.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა სწავლის დასასრულს მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს სკოლიდან და მათ ბედნიერი ცხოვრება და წარმატებები უსურვეს.
იქიდან გამომდინარე რომ საჯარო სკოლა საბაზოა, მეცხრე კლასის დასრულების შემდგომ მოსწავლეთა ნაწილი ზოგადი განათლების მიღებას ან სხვა სკოლაში აგრძელებენ ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
იხილეთ ფოტოები: