
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად ხარისხიანად ისწავლება ჭადრაკი, მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი არაერთი ღონისძიება იმართება.
12 ივნისიდან 19 ივნისამდე მიმდინარეობდა სკოლა „ანაბასისის“ საჭადრაკო ჩემპიონატი. შეჯიბრება გაიმართა 7 ტურად, 8, 10 და 16 წლამდე გოგონათა და ვაჟთა შორის. ტურნირი გახსნა და გამარჯვებულები დააჯილდოვა სკოლის დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ.
ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
8 წლამდე ასაკის მოსწავლე გოგონათა შორის:
ვაჟებში :
10 წლამდე მოსწავლე გოგონათა შორის:
ვაჟები:
16 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის
ვაჟები:
გოგონათა შორის
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ტურნირზე გამოირჩეოდნენ პირველკლასელი მითა მესხი და უფროსკლასელი მეორე თანრიგოსანი დავით მესხი, რომლებმაც ყველა ტური გამარჯვებით დაასრულეს. ასევე, აღსანიშნავია 16 წლამდე მოსწავლეთა შორის, 10 წლამდე გოგონების - გაბრიელა დვალის, ანა სადუნიშვილის და სალომე ჯუღელის წარმატება.
სკოლა „ანაბასისი“ მოსწავლეებს ულოცავს წარმატებებს და უსურვებს ახალ გამარჯვებებს.
იხილეთ ფოტოები: