მესხეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლელა კიკნაძე-მარგველაშვილმა „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტობის კანდიდატობის ტრენინგ-კურსი წარმატებით გაიარა 
27-06-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლას პროფესიონალი, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. 

ისინი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ლელა კიკნაძე-მარგველაშვილია. 

მას 2022-2023 აკადემურ წელს საბაზო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტობის კანდიდატობის ტრენინგ-კურსის წარმატებით გავლისთვის სერტიფიკატი გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ ტრენინგ-კურსი 18 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სკოლაში პედაგოგის მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის პედაგოგ ლელა კიკნაძე-მარგველაშვილს. წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203