ფარცხანაყანევის N1 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ჭიათურასა და საჩხერეს ესტუმრნენ
27-06-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, აკადემიური წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობოდა. 

მათ შორის, მესამე კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემოქმედებითი ხასიათის ექსკურსიით ჭიათურასა და საჩხერეს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა ჭიათურაში კაცხის სვეტი ნახეს და საბაგიროთი იმგზავრეს. საჩხერეში, სხვიტორში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი და სავანეში, ძიძისეული კარ-მიდამო დაათვალიერეს. მათ სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმიც მოინახულეს.

მესამეკლასელები აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატრეს, ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„მოსწავლეებს დარჩათ წარუშლელი შთაბეჭდილებები, რომლებიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203