ძიმითის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეთა საინტერესო ექსპერიმენტებით გაჯერებული ბიოლოგიის გაკვეთილი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართებოდა, რაც მოსწავლეთა შედეგებსა და სწავლის ხარისხზე დადებითად აისახა.
მასწავლებლები სწავლებისას თანამედროვე და საინტერესო მეთოდებს მიმართავდნენ, რამაც სასწავლო პროცესი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა.
მათ შორის გაკვეთილები საინტერესოდ წარიმართა ბიოლოგიაში, IX კლასში მოსწავლეებმა ხსნარების PH განსაზღვრეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატრეს და ცოდნა გაიღრმავეს.