
ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაყოფიერი სასწავლო წელი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს.
ექსკურსიას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: გასვლითი ღონისძიებით სასკოლო საზოგადოებამ ერთადერთ მე- 9 კლასელ მოსწავლეს გზა დაულოცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა შესაბამისად მოსწავლე სკოლიდან დიდი სიყვარულით, საუკეთესო სურვილებითა და დაუვიწყარი მოგონებებით გააცილეს.
მოსწავლეები ექსკურსიით შეკვეთილსა და ბათუმს ესტუმრნენ და ზაფხულის არდადეგები ახალი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ ჭოგნარის საჯარო სკოლაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით გამოირჩევა.
იხილეთ ფოტოები: