„სკოლაში პედსაბჭოც კი ხელოვნების ზეიმია“ - სენაკის N3 სკოლაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა, გარდა საქმიანი ნაწილისა, შემოქმედებითადაც დატვირთული იყო
27-06-2023
სენაკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა, პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს გამორჩეულ და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობდნენ. 

სკოლაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მასწავლებლებმა აკადემიური წელი შეაჯამეს, მიღწევებსა და შედეგებზე ისაუბრეს.

გარდა საქმიანი ნაწილისა, შეხვედრა შემოქმედებითად დატვირთულიც იყო. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - დალი ჯალაღონიამ უკვდავი პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები წაიკითხა, რითაც ყველას აღფრთოვანება და კომპლიმენტი დაიმსახურა. 

„სკოლაში პედსაბჭოც კი ხელოვნების ზეიმია ქართული ენა და ლიტერატურის პედაგოგმა - დალი ჯალაღონიამ ნაყოფიერი და წარმატებებით სავსე წელი შეაჯამა პედსაბჭოზე და ლამაზად გვიყვება ვეფხისტყაოსნის სტროფებს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203