ნაღვარევის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი სპორტულ-გასართობი შეჯიბრით დაგვირგვინდა
27-06-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო აქტივობა გაიმართა.
აკადემიური წელი კი სპორტულ-გასართობი შეჯიბრით - „მხიარული სტარტები“ დასრულდა. მასში არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მასწავლებლები და მშობლებიც დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მათ სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის მიზანი მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს