ქოსალარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო შემოქმედებითი ღონისძიება
26-06-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, პროექტებითა თუ აქტივობებით, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მიღწევებზე დადებითად აისახა. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან დღესასწაულებს. 

შესაბამისად, მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. 

ქართული ენის დღესასწაულს სკოლაში შემოქმედებითი ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ნამუშევრები წარმოადგინეს, ქართველი ერის ისტორიაში 14 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203