ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებმა პროფესიული უნარების განვითარების კურსი გაიარეს
26-06-2023
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო კურსი - „კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა“ ჩატარდა.
სასერტიფიკატო სასწავლო მოკლევადიანი კურსი მიზნად ისახავდა საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, ვიწრო მიმართულებით, პერსონალური კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კურსის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ განსხვავებული სასწავლო გაკვეთილები, სადაც ერთმანეთს შეერწყა თეორიული სწავლება და პრაქტიკული საქმიანობა, რამაც ხელი შეუწყო პროფესიული უნარების განვითარებას და მოზარდების მოტივირებას შემდგომი პროფესიული განათლების მისაღებად.
სასერტიფიკატო კურსმა მოსწავლეებს საშუალება მისცა შეესწავლათ და გამოეყენებინათ IT ინსტრუმენტები და სისტემები. დაეინსტალირებინათ და გაემართათ ოპერაციული სისტემები; პროგრამის განხორციელების დროს გამოყენებული იყო სწავლების მეთოდები: ინტერაქტიურილექცია; დემონსტრირება, პრაქტიკული მეცადინეობა; პრაქტიკული დავალება; ურთიერთთანამშრომლობითი სწავლება.
სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში გათვალისწინებული სასწავლო შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებულებს კოლეჯის გაცემული, სწავლის შედეგების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტი განახორციელა კოლეჯმა - „პრესტიჟი“.
„პროექტის მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს, პარტნიორი თელავის კოლეჯის -„პრესტიჟი“ ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს