თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის მანძილზე გაწეული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა
26-06-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის ბოლოს მიღწევებსა და შედეგებს აფასებენ. 

სკოლაში ტრადიციად არის ქცეული ანგარიშვალდებულების სისტემა. დაწყებითი კლასების დამრიგებლები ანგარიშს აბარებენ სადამრიგებლო კლასის მშობლებს სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ, სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე კი სასკოლო საზოგადოებასა და თემის წარმომადგენლებს სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

2022-23 სასწავლო წლის დასასრულს სკოლის სააქტო დარბაზში შედგა მორიგი შეხვედრა, რომელზეც სკოლის დირექტორმა აქცენტები გააკეთა სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე: ინფრასტრუქტურაზე, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებზე, სწავლა-სწავლების ხარისხზე, მასწავლებელთა პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე, სკოლის ბიუჯეტსა და ფინანსურ რესურსებზე. წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები და, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

განსაკუთრებით ემოციური და პოზიტიური იყო პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი, რომელზეც, მოტივაციის ამაღლების მიზნით, სკოლის დირექტორმა პირველი ხარისხის დიპლომები გადასცა მეათე და მეთერთმეტე კლასის, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულ (დამრგვალების გარეშე10 ქულით) მოსწავლეთა მშობლებს, საუკეთესო შვილების აღზრდისათვის. მადლობის ბარათები  გაეგზავნათ ამავე მოსწავლეთა მშობლების სამსახურის ხელმძღვანელობასაც.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...