
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში სასწავლო პეროცესი წარმატებით დასრულდა, თუმცა სკოლა მოსწავლეთა განათლებაზე ზრუნვას აგრძელებს.
სკოლაში მოწყობილია სასწავლო ბანაკი - „ძევრის სკოლა 2023“, სადაც მოსწავლეები სახალისო და საინტერესო აქტივობებით ინტელექტის დონეს იმაღლებენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი საზაფხულო ბანაკში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბანაკის მონაწილეები განსაკუთრებით გაახარა სკოლის კურსდამთავრებულმა დიმიტრი მესხმა, მან ბანაკი „ჩეროს“ ცივი წვენებით უზრუნველყო. კურსდამთავრებული სკოლაზე დღემდე ზრუნავს და ცდილობს სასკოლო ცხოვრების გახალისებასა და განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
სკოლაში, კურსდამთავრებულს მადლობას უხდიან, თანადგომისთვის, რომ ასე ხშირად ანებივრებს სკოლას.
ბანაკის კოორდინატორი ელენე ბითარიშვილი გახლავთ.
იხილეთ ვიდეო: