ჭიათურის N2 სკოლის მოსწავლე ლუკა სამხარაძე გაცვლითი პროგრამით რუმინეთის ევრობანაკში გაემგზავრება 
26-06-2023

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-11 კლასელი ლუკა სამხარაძე, რომელიც აგვისტოში, Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამით, რუმინეთში, ქალაქ ბრაშოვში გაემგზავრება და ევრობანაკში მიიღებს მონაწილეობას. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა შეეხება მწვანე რევოლუციას, გარემოს და სტაბილურობას.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203