ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებით-გასართობი ექსკურსიით ქუთაისსა და მარტვილს ესტუმრნენ
26-06-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მოტივაციითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

19-20 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები შემეცნებით-გასართობი ექსკურსიით ქუთაისსა და მარტვილს ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მარტვილის კანიონი, სალხინო- დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ბაგრატის ტაძარი, გელათის ტაძარი, მოწამეთა, ძველი ქუთაისი და სინაგოგა.  

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებში ამ ექსკურსიამ დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია და ისინი შემდგომში მსგავს აქტივობებში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ.

ექსკურსიას უძღვებოდა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი თინათინ ლარცულიანი.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის ბოლოს სკოლამ 5 ექსკურსია მოაწყო, რომლებშიც საერთო ჯამში სკოლის 60 მოსწავლე და 12 მასწავლებელი ჩაერთო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203