პტენის საჯარო სკოლის დირექტორმა - ელგა თეთვაძემ პედაგოგები წარმატებული საქმიანობისთვის დააჯილდოვა 
26-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში პედაგოგთა წახალისებასა და მათი ღვაწლის დაფასებას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით, დირექტორმა, ელგა თეთვაძემ პედაგოგები წარმატებული საქმიანობისთვის დააჯილდოვა და მათ სიგელები გადასცა.

პედაგოგებისთვის დირექტორის შეფასება და მათი შრომის დაფასება ძალიან სასიხარულო და საამაყო აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექციას კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგთა ხელშეწყობა და მათი საქმიანობის დაფასება სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203