ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
26-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს.

მოსწავლეებმა სასწავლო გარემო სადღესასწაულოდ მორთეს და არაერთი შთამბეჭდავი ნომერი შეასრულეს.

ბავშვებმა იმ მასწავლებლებს, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში მათ დაუღალავად ასწავლიდნენ მადლობა მრავალფეროვანი ღონისძიებით გადაუხადეს.

მასწავლებლებიც, თავიანთ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ.

დღე ემოციებით სავსე და ამაღელვებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203