
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეების მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა სოციალურ პროექტებსა თუ აქტივობებს ატარებდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია ინფოგრაფიკა და სოციალური რეკლამა, რომელიც Xა კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს.
რეკლამა, სამოქალაქო განათლების პროექტის- „ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება“, ფარგლებში შეიქმნა.
რეკლამაზე იმუშავეს მოსწავლეებმა: თამარ ბექელაძემ, მურმან კიბაბიძემ, მუხრან ბურჯალიანმა, ნათია შავაძემ, რომეო თედორაძემ, ანი თავაძემ და გიორგი კირთაძემ.
მოსწავლეებისთვის რეკლამაზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო იყო, მათ ტრეფიკინგის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყვეს.
იხილეთ ვიდეო: