ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა, ვერა ლობჯანიძემ, ისტორიის პედაგოგმა, ამირან ლობჯანიძემ, მათემატიკის პედაგოგმა, ნანა გავაშელიშვილმა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგმა, ნათია ლობჯანიძემ მოსწავლეები ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წაიყვანეს.
მუზეუმში ფონდის მცველმა, კობა რეხვიაშვილმა მოსწავლეებს დაათვალიერებინა და გააცნო ექსპონირებული არქეოლოგიური, შუა საუკუნეების ქვის რელიეფური ნიმუშების, ეთნოგრაფიული, სახვითი ხელოვნების ბეჭდური და ხელნაწერი წიგნების კოლექციები და სხვადასხვა ფერწერული ნამუშევრები.
სკოლაში კობა რეხვიაშვილს და მუზეუმის დირექტორ ამირან კერესელიძეს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ ღების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ხშირად მიმართავდნენ ექსკურსიას, როგორც საგანმანათლებლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
იხილეთ ფოტოები: