
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა. სკოლაში აქტიურად აღნიშნავდნენ ეროვნულ დღესასწაულებს.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს თეატრალური საღამო მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიული წარსული გააცოცხლეს და ნათლად გამოხატეს სამშობლოს სიყვარული და წინაპართა პატივისცემა.
იხილეთ ფოტოები: