კვირიკეს N2 საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი გამორჩეული თაობა სიყვარულით გააცილეს
26-06-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, სკოლიდან კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილეს.

კურსდამთავრებულებისთვის ეს დღე ემოციებით სავსე იყო, ისინი საყვარელ პედაგოგებსა და მოსწავლეებს  დაემშვიდობნენ.

სასკოლო საზოგადოებამ, ახალგაზრდების თეთრი პერანგი საუკეთესო სურვილებითა და მისალოცი წარწერით გაუფორმა.

კურსდამთავრებულები ამაღლებული განწყობითა და ტკბილი მოგონებებით სკოლას გამოემშვიდობნენ.

„ბოლო ზარია... ეს ზარი ახლის დასაწყისია. წინ საინტერესო ცხოვრება გიხმობთ, გილოცავთ! წარმატებებით გევლოთ ცხოვრების დიდ გზაზე. სიყვარულით გეცხოვროთ. ასეთი სიტყვებით გააცილა სკოლამ, მე-12 კლასი, რომელმაც წარმოადგინეს საინტერესო პროგრამა: ცეკვებით, სიმღერებით, ინსცენირებით“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203