ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებმა, ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინფოგრაფიკა და სოციალური რეკლამა შექმნეს
26-06-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა. ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტებით სწავლება. 

მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი „ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.

X კლასის მოსწავლეებმა - თამარ ბექელაძემ, მურმან კიბაბიძემ, მუხრან ბურჯალიანმა, ნათია შავაძემ, რომეო თედორაძემ, ანი თავაძემ და გიორგი კირთაძემ პროექტის ფარგლებში ინფოგრაფიკა და სოციალური რეკლამა დაამზადეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე განხორციელდა, მოსწავლეებმა თანამედროვე მონობის საფრთხეების შესახებ ბევრი რამ შეიტყვეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203