
ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წამოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე დადებითად აისახება.
სკოლაში ასევე ფუნქციონირებს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „პირიმზე“, სადაც მოსწავლეები ქართულ ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას ეცნობიან და ეუფლებიან, ფოლკლორულ ტრადიციებს სწავლობენ.
ამჯერად, ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არამარტო აქტიური მონაწილეობა მიიღეს, არამედ განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადაზე.
„სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების“ მიმართულებით ნომინაციაში „ჟიურის სიმპატია“ დაჯილდოვდა, ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ალექსანდრე მაჩალაძე. ასევე, „ქართული ხალხური სიმღერის“ ჟანრში ნომინაციაში „ჟიურის სიმპატია“ ჯილდო გადაეცა სკოლის ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლს - „პირიმზე“ (მასწავლებელი იზა ქათამაძე).
ქალაქის მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულები ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.
ოლიმპიადა ჩატარდა ქართული ესტრადის, ქართული ხალხური სიმღერის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ქორეოგრაფიის ჟანრებში.
იხილეთ ფოტოები: