ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი საკმაოდ პროდუქტიული და საინტერესო აღმოჩნდა, პედაგოგები მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას ცდილობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია რუსული ენის მასწავლებლის - ოფელია კარსლიანის საინტერესო ღონისძიება, თემაზე - „სიზმრები საქართველოზე“.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მე-9 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეებმა, არაერთი საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს და დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით წარუდგინეს, იმსჯელეს ღონისძიების თემაზე და ერთმანეთს თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს.
„ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ღონისძიება იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: