თბილისის N190 საჯარო სკოლა მეორეკლასელმა -  ლიკა რამაზაშვილმა მორიგ კონკურსზე ასახელა  
26-06-2023

თბილისის N190 საჯარო სკოლაში მეორეკლასელი ლიკა რამაზაშვილის მორიგ წარმატებას აღნიშნავენ. 

ლიკა მხატვრული ტანმოვარჯიშეა, რომელმაც პატარა ასაკშივე არაერთი წარმატება მოიპოვა.

სკოლა მოსწავლემ კიდევ ერთ ღონისძიებაზე ასახელა. 

ვალენტინა კუზმიდის მხატვრული ტანვარჯიშის პროფესიონალურ სკოლას 10 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, გრიბოედოვის სახელობის თეატრში ჩატარდა გალა კონცერტი, სადაც არაერთი სკოლა მონაწილეობდა. მიღწეული წარმატებებისთვის სკოლები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ. 

თბილისის N190 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე ლიკა რამაზაშვილი, ჯგუფთან ერთად, კვლავ წარმატებით წარდგა მაყურებლის წინაშე და მოიპოვა 2 მედალი  - ტანვარჯიშის განხრით და ცეკვით - ჰიპ-ჰოპი.

იხილეთ ასევე - გაიცანით, წარმატებული მხატვრული ტანმოვარჯიშე, მე-2 კლასელი ლიკა რამაზაშვილი თბილისის N190 საჯარო სკოლიდან 

თბილისის N190 სკოლის II კლასის მოსწავლის - ლიკა რამაზაშვილის მორიგი სპორტული წარმატება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203