თხილვანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ კონკურსში
23-06-2023

ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მოსწავლეები აკადემიური წლის განმავლობაში სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშსა და კონკურსში მონდომებით მონაწილეობდნენ.

მათ წარმატებით იასპარეზეს ინტელექტუალურ თამაშში - „ყველაზე ჭკვიანი“, რისთვისაც სერტიფიკატები და თასი გადაეცათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსის გამარჯვებულები არიან შემდეგი მოსწავლეები: ანა მიქელაძე, თამთა ბოლქვაძე და უშანგი ბოლქვაძე მაკა გუნდაძე.

პირველ და მეორე ადგილზე კი გავიდნენ მოსწავლეები: რუსლან ბოლქვაძე, ლიკა გუნდაძე ანანო ბოლქვაძე.

მათ ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„მადლობა საგანმანათლებლო ორგანიზაციას - „მწიგნობარს“, მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს - ლია გორგაძესა და ნინო ქამაშიძეს მოსწავლეთა მომზადებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203