ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ქაჯაიამ რბენის მარათონში პირველი ადგილი დაიკავა
23-06-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მიშა დანელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ რბენის მარათონში მონაწილეობდნენ.

მარათონი ხობში, სკოლებს შორის 100 მ. მანძილზე გაიმართა, აღსანიშნავია, რომ მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

პირველობა კი, ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლე - ლუკა ქაჯაიამ მოიპოვა.

მოსწავლეებმა ტურნირზე საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს, თუმცა დაძაბული ბრძოლის მიუხედავად ლუკამ პირველობა არავის დაუთმო და სკოლა ასახელა.

მოსწავლის წარმატებით სკოლაში ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203