თბილისის N117 საჯარო სკოლაში ღია სასკოლო ბიბლიოთეკა გაიხსნა
23-06-2023
თბილისის N117 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა, განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო პროექტი თუ აქტივობა.
მათ შორის, eTwinning-ის პროექტის - „აჩუქე წიგნი - აჩუქე განათლება“ ორგანიზებით და სკოლის ჩართულობით, სკოლაში „ღია სასკოლო ბიბლიოთეკა“ გაიხსნა.
პროექტში მონაწილე პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ღია ბიბლიოთეკა, რომელიც სკოლის ფოიეში განთავსდა, საკუთარი, სახლიდან მოტანილი თანამედროვე, კლასიკური, სხვადასხვა ჟანრისა და ასაკობრივი ჯგუფის წიგნებით შეავსეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, ღია სასკოლო ბიბლიოთეკის მიზანია მოსწავლეთა მოტივირება წიგნების კითხვასთან დაკავშირებით, წიგნის პოპულარიზაცია, მოსწავლეებში წიგნის კითხვის კულტურის, წიგნის სიყვარულის ჩამოყალიბება; ასევე, სხვადასხვა ჟანრის ქართული და მსოფლიო ლიტერატურის გაცნობა; მოსწავლეებში სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდის გაღმავება და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდა.
„აღნიშნულ აქტივობაში, ასევე, ჩაერთნენ სკოლის სხვა მოსწავლეები და პედაგოგები. მადლობა ყველას, ჩართულობისა და აქტიურობისათვის. სკოლის ყველა მოსწავლეს, გარკვეული წესების დაცვით, შეეძლება აიღოს „ღია სასკოლო ბიბლიოთეკიდან" წიგნი, წაიღოს სახლში და წაკითხვის შემდგომ დააბრუნოს. პროექტში ჩართულნი არიან თბილისის N117 საჯარო სკოლის პედაგოგები - ნაზი კობახიძე, დოდო სეფაშვილი, ხათუნა სულიაური, ხათუნა ფარულავა, სოფო ლაღიძე, ნონა ივანიშვილი, ლელა ესიავა, ეთო ჯიმუხაძე და ლიზა ცუცქირიძე. ასევე, თბილისის N150 საჯარო სკოლის, რუსთავის N21 და ხაშურის N2 საჯარო სკოლების პედაგოგები. პროექტს - „აჩუქე წიგნი - აჩუქე განათლება“ , აღნიშნულ აქტივობასთან ერთად, მდგრადი განვითარების მე-4 მიზანზე გავყავართ“,- გვეუბნებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს