
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში მასწავლებლების შრომას, სასწავლო პროცესში ჩადებულ ენერგიასა და მიღწევებს აფასებენ.
„უხუცესი პედაგოგების ამაგის დაფასება ჩვენი სასკოლო კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საღამოს გაიმართა.
ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა, გაჟღერდა უამრავი თბილი და სიყვარულით სავსე სიტყვა. სიტყვით გამოვიდნენ სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები, მასწავლებლები და მოსწავლეები. მათ პედაგოგთა შრომა და ღვაწლი აღნიშნეს, მადლობა გადაუხადეს და დღეგრძელობა უსურვეს.
„ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ძვირფას მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: