ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეები წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდნენ 
23-06-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

მათ შორის აღსანიშნავია წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მე-5 კლასის მოსწავლე - ნინო გოგოლაძე, მე-6 კლასის მოსწავლეები - მარიამ გაჩეჩილაძე და ბარბარე ჯვარიძე და მე-7 კლასის მოსწავლე ბარბარე შავთვალაძე მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი  გაიმართა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“, „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერთიანებული საფოსტო კავშირის მხარდაჭერით.

როგორც გვიყვებიან, მოსწავლეებმა დაწერეს წერილები თემაზე - „წარმოიდგინე, რომ ხარ სუპერგმირი და შენი მისია არის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გახადო ყველა გზა უსაფრთხო ბავშვებისთვის. მიწერე წერილი სასურველ პიროვნებას და ახსენი, თუ რა სუპერძალები დაგჭირდება, შენი მისიის შესასრულებლად“.

კონკურსის ბოლოს მოსწავლეები ფოსტამ, სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203