ბათუმის N26 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 19 მაისს „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
„ჩემო ძვირფასო მე-12 კლასელებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას! დიდი ცხოვრების გზა მინდა დაგილოცოთ! წარმატებები, წინსვლა,ბედნიერება არ მოგკლებოდეთ! ეგებ ვერ გახდეთ პროფესორი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი ადამიანები დადგებით და დიდ პატივისცემას დაიმსახურებთ საზოგადოებაში. დიდ წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და გაძლიერებაში და რაც მთავარია, ძალიან ბედნიერები უნდა იყოთ!
ახლა, აღარ გაიგონებთ ჩემს შეძახილს - შედით გაკვეთილზე! ზარი დაირეკა! ან თხოვნას - უნდა იაროთ სკოლაში, რადგან მერე მოგენატრებათ სკოლის კედლები და მერხი.
იმედია მოგენატრებით. მიყვარხართ!!!“,- წერს მასწავლებელი.