ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორ ტრისტან გუგავას ქუთაისის N7 სკოლის დირექტორმა - ენდი ნემსიწვერიძემ ლექსი მიუძღვნა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი, სასკოლო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული დირექტორი - ტრისტან გუგავა ჰყავს. მისი ხელმძღვანელობით მოსწავლე-მასწავლებლებმა არერთ წარმატებას მიაღწიეს. ტრისტან გუგავას ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა ენდი ნემსიწვერიძემ ლექსი მიუძღვნა.
„საქართველო იმიტომ დგას დღემდე ძლიერად, რომ ყველა დიდი ომის შემდეგ, კვლავაც გმირებს ბადებდა და ზრდიდა.... ფაშიმზე გამარჯვების შემდეგ, სწორედ გამარჯვების დღეზე 9 მაისს, შენი დაბადებაც ამის უპირობო დასტურია... გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ძვირფასო მასწავლებელო, მეგობარო, მეზობელო, ნათესავო და სულით ხორცამდე ქართველო... ღმერთმა დიდხანს ნუ მოუშალოს ჩემს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს, შენი ქართველთმოყვარე გულის ფეთქვა!
და იგი ჰგავდა არისტოტელეს
მაკედონელი არ ვარ პელელი,
რით ვგავდე სოფლის ხმალით
მომტერეს,
მაგრამ მე მყავდა მასწავლებელი
და იგი ჰგავდა არისტოტელეს.
ნაბიჯებ ფართე და იერ ჯმუხი,
თითქოს წუხილი მასზე ხვედრია,
სულით მდიდარი და სიტყვა უხვი,
სხვაგან სხვა კაცი არ შემხვედრია.
მისგან დამოძღვრა მგონია ლოცვა,
წიგნი გახადა ჩემი პარნასი,
ჯერ ამამხედრა და მერე მომცა,
ხელში აღვირი ბუცეფალასი.
ტყუილად ვამტვრევ ახლა ღია კარს,
ლექსით მაინც ვერ მოვავარაყებ,
ხვამლს რომ ვადარებ კაცს და კი
არ ჰგავს,
ხვამლია თვითონ მოლაპარაკე.
მაკედონელი არ ვარ პელელი,
რით ვგავდე სოფლის ხმალით
მომტერეს,
მაგრამ მე მყავდა მასწავლებელი
და იგი ჰგავდა არისტოტელეს“,- წერს დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე.