ბათუმის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. IV
გ კლასის მოსწავლეები კი პირველ დამრიგებელ -
ხათუნა ივანაძეს დაემშვიდობნენ. ამასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, რითაც საღამო კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადეს.
სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად - ბუშტებითა და ფერადი დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
იხილეთ ვიდეო
ბმული1,
ბმული 2