კვირიკეს N2 საჯარო სკოლაში კინოჩვენება მოეწყო 
23-06-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლაში მთელი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სოციალური საკითხებისადმი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამ მიზნით სკოლაში ბულინგთა ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრაზე გაჟღერდა მოწოდებები: „არა ძალადობას!“, „არა ბულინგს!“, „მეტი სიყვარული!“, „ვახაროთ ერთმანეთი!“ და „ღიმილი გადამდებია!“.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა უყურეს ფილმებს : „ჰელატო“, „ყვირილი“, „ჰაბიბოლა“, „მეზობლები“ და „ტბა“.

შემდეგ, მოსწავლეებმა უკვე ნანახი ფილმები განიხილეს, იმსჯელეს ფილმის შესახებ, მთავარ პრობლემაზე ისაუბრეს და პრობლემის აღმოფხვრის გზები განსაზღვრეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203