ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ჭადრაკში შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა 
23-06-2023
 

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ყურადღება ექცევა, შესაბამისად ამ მიმართულებით სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა, რაც მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარება-წარმოჩენას ემსახურებოდა.  

მათ შორის სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი ჭადრაკში. ტურნირში მონაწილეობდა 1-ლი მე-11 კლასის 62 მოსწავლე. მოსწავლეები დაყოფილნი იყვნენ ორ ჯგუფად.

თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა. 

 I ჯგუფი. 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე- 6 კლასის მოსწავლეები:

  • I ადგილი - ილია აბულაძე, მე-3 კლასი;
  • II ადგილი - ანეტა ქედელიძე, მე-4 კლასი;
  • III ადგილი - ლუკა მოდებაძე, მე-5 კლასი.

 II ჯგუფი. მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები:

  •  I ადგილი - ნატალი აბულაძე, მე-9 კლასი;
  •  II ადგილი - საბა დუმბაძე, მე-11 კლასი;
  • III ადგილი - თორნიკე შარვაშიძე, მე- 9 კლასი.

ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

გამარჯვებულები I, II, III ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ თასებით.

ტურნირს ორგანიზება გაუწია საჭადრაკო კლუბმა - „ნონა“.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203