ბათუმის N13 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა მრავალფეროვნი ღონისძიება
23-06-2023

ბათუმის N13 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, მრავლფეროვანი ნომრებით გაჯერებული ღონისძიება დადგეს.

მანტიებში გამოწყობილი მოსწავლეები, სკოლის ეზოში, სასკოლო საზოგადოების წინაშე წარდგნენ, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ საზეიმოდ მორთულმა ეზომ ღონისძიება მეტად მრავალფეროვანი გახადა, მუსიკალურად კი წარმოდგენა პედაგოგმა - ნინო მეფარიშვილმა გააფორმა.

მოსწავლეებისთვის დღე ძალიან ემოციური აღმოჩნდა, რადგან პირველ მასწავლებელ ნონა ცეცხლაძეს დაემშვიდობნენ.

მოსწავლეებისთვის ღონისძიება ამაღელვებელი, სამახსოვრო და ძალიან სახალისო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203