ბათუმის N20 სკოლის მოსწავლეებმა - ლიზი კაკაბაძემ და დაჩი კეჟერაძემ პროექტების განსახორციელებლად გრანტი მოიგეს
23-06-2023
ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებაში ჩაერთნენ და წარმატებას მიაღწიეს.

მათ შორის არიან მე-10 კლასის მოსწავლეები - ლიზი კაკაბაძე და დაჩი კეჟერაძე. ისინი ორგანიზაცია - „ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოს“ პროექტში - „საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა დაფინანსება მოიპოვეს.

ლიზი კაკაბაძის პროექტი შილაკის აპატატის და ფრჩხილის მოვლის ყველა საჭირო ინსტრუმენტის შეძენას გულისხმობს, რათა მომავალში საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელება შეძლოს. მოპოვებული გრანტი ფრჩხილის მოვლის ტექნიკა-მოწყობილობების შეძენას მოხმარდა.

დაჩი კეჟერაძის პროექტი სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეეყობას გულისხმობს. ბიზნეს იდეა კვადროციკლით ტურისტებისთბის მომსახურების გაწევას, მათ ბუნებაში გასეირნებას მოიცავდა. მოპოვებული გრანტით დაჩიმ კვადროციკლი, თანადაფინანსებით, შეიძინა.

აღნიშნული კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა.

თავდაპირველად, მოსწავლეები სკოლაში არსებულ სამეწარმეო განათლების ჯგუფში - „იყავი მეწარმე“ ჩაერთნენ, რომელიც პროექტში - „იყავი მეწარმე“ გადამზადებულმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, თამარ გორგილაძემ განახორციელა.

„სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, რამდენიმე მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო „ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოს საგრანტო პროექტში - „საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“, დაფინანსება კი მოიპოვა ლიზი კაკაბაძემ და დაჩი კეჟერაძემ.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება The Coca-Coca Foundation დაფინანსებითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და Coca-Cola Bottlers Georgia ურთიერთთანამშრომლობით.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალების წახალისებას, ისწავლონ და განახორციელონ მეწარმეობა.
ხელს უწყობს საბაზისო განათლების პროგრამას საქართველოს ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარების მიზნების მიღწევაში.
პროექტი აძლიერებს სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდებს და ხელს უწყობს საქართველოში ეკონომიკურ განვითარებას.
ბათუმის N20 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოს“ და ულოცავს მოსწავლეებს - ლიზი კაკაბაძეს და დაჩი კეჟერაძეს მოპოვებულ გრანტს. გისურვებთ წარმატებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203