
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, მთელი წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის აღსანიშნავია მე-3 და მე-5 კლასის მოსწავლეთათვის გამართული სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია რაბათში.
ექსკურსიას მე-3 კლასის დამრიგებელი ეკატერინე თედეშვილი და მე-5 კლასის დამრიგებელი მერი ლობჟანიძე, ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ისინი დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ აქტივობაში.
ბავშვები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს გაეცნენ, ბევრი იხალისეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. სკოლასაც შთამბეჭდავი აქტივობით, მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: