ბათუმის N28 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები შემეცნებითი ტურით იმერეთს სტუმრობდნენ
23-06-2023
ბათუმის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო გასვლითი აქტივობა ეწყობოდა.

მათ შორის, VI კლასის მოსწავლეები, დამრიგებელი და მშობლები ქუთაისს ეწვივნენ. შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა გელათის სამონასტრო კომპლექსი, დავით აღმაშენებლის საფლავი, აღდგენილი გელათის აკადემია და ტაძარი მოწამეთა მოინახულეს. გარდა ამისა, მათ პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს და მისი აღმოჩენის ისტორია მოისმინეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეები განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით მწერალ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში სტუმრობისას დაიტვირთნენ. ისინი ამ ვიზიტისთვის წინასწარ ემზადებოდნენ - წაიკითხეს მწერლის ბიოგრაფია და საბავშვო მოთხრობები. მათ მოინახულეს მარანი და ოტია იოსელიანის პირადი ნივთები. მოსწავლეებმა ოტია იოსელიანის ცხოვრებიდან ისტორიები მოისმინეს და მისი წიგნები შეიძინეს. 

გასვლითმა აქტივობამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. 

„მოსწავლეები მცირე პიკნიკის შემდეგ სასიამოვნოდ დაღლილები დაუბრუნდნენ ულამაზეს ბათუმს. მადლობა მშობლებს ამ დღის გალამაზებისა და ყურადღებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203