ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს 
23-06-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს. 

მოსწავლეები კარსტული მღვიმის სილამაზით მოიხიბლნენ და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ ექსკურსიიდან. 

აღსანიშნავია, რომ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203