ბათუმის N30 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას არაჩვეულებრივი ღონისძიება შესთავაზეს
ბათუმის N30 საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ღონისძიება გამართეს.
სასწავლო წელი დასრულდა, მეოთხეკლასელები კი პირველ დამრიგებელს - ნატო სალვარიძეს დაემშვიდობნენ. მოსწავლეები ამასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში უდიდესი მონდომებით, ინტერესით, ხალისითა და პასიხისმგებლობით ჩაერთნენ.
მათ ერთად გატარებული 4 წელი გაიხსენეს, ნასწავლ მასალაზე ისაუბრეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ ამ 4 წლის განმავლობაში მათ განვითარებასა და მოტივირებაზე მასწავლებლები ყოველდღიურად ზრუნავდნენ.
„დაემშვიდობნენ მასწავლებლებს, რომლებმაც სწავლების ამ ეტაპამდე მოიყვანეს და მიესალმნენ მასწავლებლებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მათი ცოდნის გაღრმავებაში. ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში. მადლობა, მშობლებს თანადგომისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
ვიდეოვიდეო ვიდეო