ბათუმის N30 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა წარმტაცი გამოსაშვები ღონისძიება
23-06-2023
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

 IV კლასის მოსწავლეები კი პირველ დამრიგებელ - ირინე გუნდაძესა და სხვა მასწავლებლებს დაემშვიდობნენ. ამასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, რითაც საღამო კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადეს. ღონისძიების მუსიკალურ გაფრმებაზე პედაგოგმა მანანა სანაძემ იზრუნა. 

სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად - ბუშტებითა და ფერადი დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

„მოსწავლეები დაემშვიდობნენ მასწავლებლებს, რომლებმაც ისინი სწავლების ამ ეტაპამდე მოიყვანეს და მიასალმნენ მასწავლებლებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მათი ცოდნის გაღრმავებაში.
წარმატებები ჰქონოდეთ შემდგომ ეტაპებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

ვიდეო 
ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203