
თბილისის N190 საჯარო სკოლა, N129 საჯარო სკოლას გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობის წერილს უძღვნის.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N190 საჯარო სკოლის პირველ და მე-2 კლასელთათვის, N129 საჯარო სკოლაში გამოიყო სივრცე, სადაც მოსწავლეებმა სასწავლო წელი გაატარეს.
სკოლა გვიზიარებს მადლობის წერილს:
“დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისის N129 საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ გიორგი ლიჩელს. მადლობა, რომ გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი პრობლემა, დიდი დახმარება გაგვიწიეთ და პირველ და მეორე კლასელთათვის თქვენს სკოლაში გამოძებნეთ სივრცე, სადაც 2022-2023 სასწავლო წელი სრულფასოვნად წარიმართა და წარმატებით დასრულდა.
გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენ ბატონო გიორგი! ქალბატონ ეკატერინე ხიჯაკაძეს, პედკოლექტივს და ტექნიკურ პერსონალს, თბილი მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის“.