IV კლასის მოსწავლეთა იუმორისტულ - შემეცნებითი პერფორმანსი ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში 
23-06-2023

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა.

სკოლაში, IV კლასის დამრიგებელმა- ნაირა ბაბლიძემ წარადგინა გამოშვება - შოუ, სრულიად განსხვავებული, ორიგინალური ხედვით, მოაწყო იუმორისტულ - შემეცნებითი პერფორმანსი სახელწოდებით - „IV სხვა რა კურსით“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო საზოგადოებამ თითოეული მოსწავლე სხვა კუთხით დაინახა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიწურულს, მოსწავლეებმა მინი- სპექტაკლი - „წითელქუდა“,  ინგლისურ ენაზე წარადგინეს და ენის ცოდნაც წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში, ერთ-ერთი გმირი კლასის დამრიგებელი იყო.  

წარმოდგენის ბოლოს კი, სცენაზე სპეციალურად განკუთვნილ ნახატზე, მოსწავლეებმა, მშობლებმა, მასწავლებლებმა და დირექციამ სამახსოვრო წარწერები გააკეთეს. ამით კი, დამრიგებელმა ახალი ტრადიცია დაამკვიდრა.

აღსანიშნავია, რომ მშობლებმა, ნაირა მასწავლებელს სამახსოვროდ პორტრეტი აჩუქეს, რომელიც იმ დღეს გადაუღეს, როცა მათ შვილებს პირველი გაკვეთილი ჩაუტარა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203