
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით. მოსწავლე მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს.
მათ შორის, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ეს დღე საზეიმოდ მიულოცეს და ლაღი ბავშვობა უსურვეს.
მასწავლებლებმა ბავშვები სხვადასხვა გასრთობ და შემეცებით აქტივობებში ჩართეს და განსაკუთრებული დღესასწაული აჩუქეს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, 1950 წლიდან კი მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: