
ბათუმის კერძო სკოლა „თაობა“ საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვითა და თანამედროვე მიდგომების დანერგვით ყოველთვის გამოირჩევა.
წლევანდელი სასწავლო წელიც სკოლაში ნაყოფიერი და პროდუქტიული აღმოჩნდა, მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო ღონისძიება მოეწყო.
მათ შორის აღსანიშნავია ვიზიტი რესტორან - „ტერასა ასკანელში“.
აღსანიშნავია, რომ სტუმრობისას პატარა თაობელებს აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასი ჩაუტარდათ, ისინი ახლოს გაეცნენ რესტორანის საქმიანობას, კულინარიის საფუძვლებს და თავადაც მოირგეს მზარეულის როლი.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტს დამრიგებლები: ირმა ლომთათიძე და ნინო მაღლაფერიძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: